რუსთავის N16 საჯარო სკოლის ეზოში რეაბილიტირებული სპორტული მოედანი გაიხსნა
21-10-2019

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის N16 საჯარო სკოლის ეზოში, სასწავლო დაწესებულების დირექტორ ირინა მელქაძესთან ერთად, რეაბილიტირებული სპორტული მოედანი გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, 2019 წლის სასკოლო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც გაიმართა.

ქალაქის მერმა სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ოლიმპიადის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები რამაზ გოგობერიშვილი, გიგა ვეფხვაძე, „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი გეგი ლიპარტელიანი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203