მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს საჯარო სკოლა მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას შეუერთდა. მოსწავლეებმა სკოლა და მისი შემოგარენი დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში საგურამოს გამგებელი გელა უნდილაშვილი და საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ორუჯაშვილიც მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები