დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორი პროექტი „ვიცხოვროთ ერთად - სუფთა გარემოში“ და „ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით“ განხორციელდა.
პროექტში „ვიცხოვროთ ერთად - სუფთა გარემოში“ II-VI კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად აქტივობები დაეგეგმათ.
იხილეთ ვრცლად პროექტი „ვიცხოვროთ ერთად - სუფთა გარემოში“.
რაც შეეხება მეორე პროექტს - „ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით“, მოსწავლეებმა განსაზღვრეს ბულინგის სახეები და მისი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. მათ აღნიშნულის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს.
იხილეთ ვრცლად პრეზენტაცია „ჩავანაცვლოთ ბულინგი მეგობრობით“.
იხილეთ ფოტოები