წყალაფორეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ტაბატაძე გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
21-10-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წყალაფორეთის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ნათია ტაბატაძე გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და განათლების პროფკავშირების ორგანიზებით, ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან, სკოლის კოლექტივების მიერ შერჩეული, წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მადლობის სიგელებთან ერთად გამორჩეულ პედაგოგებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყო წყალაფორეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ტაბატაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად