ბორის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები გლობალურ აქციას - „პარასკევი მომავლისთვის“ შეუერთდნენ
21-10-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „ჯეირანი“ ეკოაქტივისტის გრეტა თუნბერგის გლობალურ აქციას - „პარასკევი მომავლისთვის“ შეუერთდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა აქციისთვის მომზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. პირველ რიგში სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს პრეზენტაციის სახით გააცნეს მოკლე ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასა და გრეტა თუნბერგზე. საკუთარი ხელით დაამზადეს პოსტერები და პარასკევ დღეს გაკვეთილების ბოლოს მოაწყეს საინფორმაციო ტიპის მშვიდობიანი აქცია. ამ აქციაში ეკო-კლუბის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ სკოლის პედაგოგები და სხვა მოსწავლეები. ამასთანავე აქციაზე მიწვეული იყო მერიის წარმომადგენელი კიცხის ტერიტორიულ ერთეულში, რომელიც დაესწრო აქციის მსვლელობას და გაეცნო აქციის მოწყობის მიზეზსა და მიზანს. ეკო-კლუბის წევრებს კი დამატებითი რეკომენდაციები მისცა.

შვედი გოგონას, გრეტა თურმანის აქციამ 160 ქვეყანა მოიცვა, მათ შორის საქართველოც.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...