ქვემო აკეთის სკოლის მოსწავლეები პროექტის - „ბუნებრივი მტერი ფაროსანა“ ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს შეხვდნენ
21-10-2019

გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პროექტის - „ბუნებრივი მტერი ფაროსანა“ ფარგლებში დისკუსია გამართეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეები აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს იოსებ ქურიძეს შეხვდნენ.

იოსებ ქურიძე მოსწავლეებს ფაროსანას მავნებლობაზე ესაუბრა: თუ რა ზიანი მოუტანა დასავლეთ საქართველოს, ასევე ესაუბრა თუ რა ღონისძიებები ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და  სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად. აღინიშნა ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით, ფაროსანასთან ბრძოლას შედეგი აქვს.  

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაემზადებინათ საინფორმაციო ბუკლეტები, დაერიგებინათ მოსახლეობისთვის და თავისი წყვილი შეეტანათ ფაროსანასთან ბრძოლაში.

პროექტის ხელმძღვანელი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) პედაგოგი მადონა აბულაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...