ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად მზადება 20 სექტემბრიდან დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებს სპეციალურად მომზადებული „ინსტრუქცია“ დაურიგდათ. კენჭისყრის პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისათვის შეიქმნა და მოსწავლეებით დაკომპლექტდა საარჩევნო კომისია.
არჩევნები ჩატარდა VI-XII კლასებში და თითო კლასიდან თითო გამარჯვებული კანდიდატი შეირჩა, რომლებიც სკოლის თვითმმართველობის წევრები გახდნენ.
სკოლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიზანი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოს დაკომპლექტებასთან ერთად არჩევნების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და მათში საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაა.
იხილეთ ფოტოები