წერეთლის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „სიკეთე ყველას“ განხორციელდა
21-10-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის პედაგოგმა როზა ჩხეტიანმა მე-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად სოციალური პროექტი - „სიკეთე ყველას“ განახორციელა.
მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთნენ და ისწავლეს - თანადგომა, სიკეთის გაკეთება, გაჭირვებულის დახმარება, პრობლემის კვლევა და გადაჭრის გზების ძიება.