წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის გუნდმა კალათბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
21-10-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის გუნდმა კალათბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის თანადგომით, საქართვლოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, წყალტუბოს რაიონში, კალათბურთში, პირველი ადგილი დაიკავა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის გუნდმა; შეჯიბრი ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა.

გუნდის წევრებმა: არჩილ დარსალიამ, საბა ჯოხაძემ, სანდრო ხვისტანმა, გიორგი ფხაკაძემ, დავით ხომასურიძემ მაღალი სპორტული მომზადება უჩვენეს, რაც მათი სპორტის მასწავლებლის ნადეჟდა სიხარულიძის დიდი შრომის დამსახურებაა.

„ვულოცავთ ბიჭებს ამ დიდ გამარჯვებას, გაგვახარეთ და გვასახელეთ ბიჭებო. წარმატებები რეგიონალურ შეჯიბრებაშიც!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...