რა ბედი ელით პრაქტიკოს პედაგოგებს იანვრის შემდეგ? - „არავის შეუწყდება ხელშეკრულება, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სემესტრი ჩავაგდოთ“
20-10-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, პრაქტიკოს პედაგოგებს იანვრის შემდეგ ხელშეკრულება არ შეუწყდებათ. 

მისი თქმით, თუ სკოლა ვერ შეძლებს პრაქტიკოსი მასწავლებლის ნაცვლად ახალი კადრი მოიყვანოს, დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებს.

„არავის არ უწყდება ხელშეკრულება, პრაქტიკოსი პედაგოგი დროებით მოვალეობის შემსრულებლად გადავა. თუ სკოლა ვერ შეძლებს მის ადგილას კადრი მოიყვანოს, დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სემესტრი ჩავაგდოთ. სემესტრის დასრულების შემდეგ მის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

ასევე იხილეთ: „პრაქტიკოსი მასწავლებლები სკოლაში დარჩებიან მანამ, ვიდრე მათ ადგილას უფრო კვალიფიციური ადამიანი არ მოვა“- მანანა რატიანი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203