თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სადღესასწაულო განწყობით დაიწყეს
18-10-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დაიწყეს.

დამრიგებელმა, ნატო წიკლაურმა, პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სახალისო აქტივობები შესთავაზა.

მოსწავლეები ქართული ენის ანბანის სწავლას დიდი მოტივაციით შეუდგნენ.

„მოსწავლეებისთვის სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. პირველკლასელები ანბანის პირველ ასოებს ეზიარნენ. ,,აი ია"- ეს ხომ ჯადოსნური გასაღებია ყველა ქართველისა, რათა მადლიან ტკბილქართულს ეზიაროს, ულამაზესი ქართული ენა გაიცნოს, გაითავისოს, შემდეგ კი შეაბიჯოს სიბრძნის საუფლოში.

დაე, დალოცვილი იყოს ამ პატარების ყოველი ნაბიჯი ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში, რომ აღიზარდონ ისინი ღირსეულ მამულიშვილებად“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203