კვირიკეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღე საზეიმოდ აღინიშნა
18-10-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

სკოლაში მისულ მასწავლებლებს მოწაფეები ხელნაკეთი მისალოცებით, ფერადი ბუშტებითა და ყვავილების თაიგულებით შეეგებნენ.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...