ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს „ექვთიმეობა“ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში მხატვრულ-ლიტერატურული საღამო გაიმართა. ასევე ჩატარდა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიების ფარგლებში, ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პერფორმანსი - „წერილი“ წარმოადგინეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება იყო.
იხილეთ ფოტოები