თბილისის N165 საჯარო სკოლის 6 მოსწავლე ლეპტოპებით დაჯილდოვდა
18-10-2019

თბილისის N165 საჯარო სკოლის წარჩინებული 6 მოსწავლე - ანანო ოქიტაშვილი, თეკლა ოქოტაშვილი, ლიკა აბულაძე, დიანა ხაბელოვი, გიორგი ხინიკაძე და ნინო საბიაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპებით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია თბილისის N61 საჯარო სკოლაში გაიმართა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...