მერჯევის საჯარო სკოლის ექვსმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
18-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის ექვსმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

სკოლა ამ დიდ წარმატებას სკოლის დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაკა დეკანოიძეს, მათემატიკის მასწავლებელ მელანო წიწილაშვილს, გერმანული ენის მასწავლებელ როდამ დეკანოიძეს, ინგლისურის მასწავლებელ სოფიო გელბახიანს, დაწყებითი კლასების მასწავლებელ თამარ კურცხალიას და მუსიკის მასწავლებელ მთვარისა გოგატიშვილს ულოცავს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

„უამრავი წელი ემუშაოთ ენერგიულად და წარმატებულად საკუთარი სკოლის წარმოსაჩენად მოსწავლეთა სიყვარულით და  მადლიერებით“,-ნათქვამია მერჯევის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...