სკრის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს
18-10-2019

გორის მუნიციპალიტეტის სკრის საჯარო სკოლაში ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიების აქტივობებში ჩაბმული იყვნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები.

მათ მიერ მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა, ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ნომრებმა სტუმრების მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შემატა სკოლის დირექტორის ასმათ კურტანიძის მიერ ღვაწლმოსილი პედაგოგების მადლობის სიგელებით დაჯილდოებამ და თაიგულების გადაცემამ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...