ჭიათურის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
18-10-2019
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა, ხათუნი ბრეგვაძემ სტატუსი აიმაღლა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ხათუნი ბრეგვაძე 2019 წლიდან მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის სტატუსით აგრძელებს მუშაობას. 

„სკოლა წარმატებებს უსურვებს ქალბატონ ხათუნის“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...