მახათაურის საჯარო სკოლას რაიონის 2019 წლის „საუკეთესო საბაზო სკოლის“ ტიტული მიენიჭა
18-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ირაკლი ბაზაძის სახელობის მახათაურის საჯარო სკოლას საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწყობილ მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე რაიონის 2019 წლის „საუკეთესო საბაზო სკოლის“ ტიტული მიენიჭა.
სკოლა სიგელით და თასით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ მახათაურის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 2019-2020 სასწავლო წელს სკოლის 1 პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, 4-მა მასწავლებელმა კი უფროსის სტატუსი მოიპოვა.