
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ანაიტ ვერმიშიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა.
პედაგოგმა და მისმა მოსწავლეებმა ღია გაკვეთილი მასწავლებლის დღეს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა თემატური ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს და პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები