ახალთერჯოლის საჯარო სკოლის 4 მასწავლებელს უფროსის, 2-ს კი წამყვანის სტატუსი მიენიჭა
18-10-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალთერჯოლის საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი ძალიან წარმატებული გამოდგა.

ახალთერჯოლის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

გიორგი კახიძე, სონია გოგალაძე, ლალი ვერულაშვილი და იმედა დოლაკიძე უფროსი მასწავლებელი გახდა, ხოლო მაკა ჭანტურიძე და ვარვარა აბჯანდაძე - წამყვანი მასწავლებელი.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ამჟამად სკოლას არ ჰყავს არცერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203