მზისგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სერტიფიკატებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ
18-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მზისგულის საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის" წარმატების სერთიფიკატები პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეებს-სალომე ჭამიაშვილს და ნატალი კირილენკოს გადაეცათ. ხოლო საგანმანათლებლო -შემეცნებითი აქტივობების ვებ-გვერდ WWW.Etaloni.ge-ზე სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა- პოპულარიზებისათვის სიგელი გადაეცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მზისგულის საჯარო სკოლას. (დირექტორი ნუგზარ ჩალათაშვილი).