როდიონოვკის საჯარო სკოლის 4 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
18-10-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, როდიონოვკის საკარო სკოლის 4 პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„როდიონოვკის საჯარო სკოლას სასიამოვნო სიახლე აქვს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებელ თინა დულარიძის ხელშეწყობით სკოლის 15 პედაგოგიდან 4-ს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა", - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სკოლის დირექცია მასწავლებლებს წინსვლას ულოცავს და პროფესიულ საქმიანოობაში წარმატებებს უსურვებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203