ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს ეწვივნენ
18-10-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმმა უმასპინძლა. 

მიღება არაფორმალური სახელოვნებო სკოლის განათლების პროექტის - „სკოლა მუზეუმში“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 

ექსკურსიას VII კლასის დამრიგებელი, ნანა ტატალაშვილი და ამავე კლასის ისტორიის მასწავლებელი, ინგა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა მოინახულეს სამუზეუმო ექსპონატები, ექსკურსიის შემდეგ კი ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო და საინტერესო აქტივობები, რაც მათ დაეხმარებათ მუზეუმში ნანახის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203