თბილისის N76 საჯარო სკოლაში პროექტი - „ლამაზი ეზო - სკოლის სახეა“ განხორციელდა
18-10-2019

თბილისის N76 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ნატო მუშკუდიანის ხელმძღვანელობით, სოციალური პროექტი - „ლამაზი ეზო - სკოლის სახეა“ განახორციელეს.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლები. 

მე-4 კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით, სკოლის ეზო დასუფთავდა და სეზონური ნერგები დაირგო. მეოთხეკლასელებმა, მშობლებთან ერთად ასევე, ოთახის ყვავილები ქოთნებში გადაიტანეს და დათესეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ საინტერესო აქტივობაში მოსწავლეები მშობლებთან ერთად დიდ სიხარულით ჩაებნენ .

„სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ნატო მასწავლებელს, ყოჩაღ მეოთხეკლასელებს და აქტიურ მშობლებს!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...