დაბა წაღვერის საჯარო სკოლას პოეტი და მხატვარი მანონ ბულისკერია ეწვია
18-10-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლას თანამედროვე, გამორჩეული პოეტი და მხატვარი მანონ ბულისკერია ეწვია.

„შემოდგომის თბილი საღამო აივსო პოეზიის სურნელებით. პოეტმა საუკეთესო ლექსები წაიკითხა, ხოლო მოსწავლეებმა მის ნახატებზე შექმნილი ჩანახატები წარმოგვიდგინეს.

ახალგაზრდა თაობა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს უნდა იცნობდეს, სწორედ ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრის მიზანი.

თბილი ემოციები, კითხვა-პასუხი კიდევ უფრო შინაურს და ამასთანავე, ამაღლებულს ხდიდა გარემოს.

დასასრულს პოეტმა საჩუქრად თავის კრებულები გადმოგვცა. მომავალში თანამშრომლობის იმედები დაგვისახა და სამახსოვრო ფოტოებით დავემშვიდობეთ“,-ნათქვამია დაბა წაღვერის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203