წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ბავშვის უფლებათა კოდექსი“განიხილეს
18-10-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ (ფ. გიორხელიძემ) VII-XI კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს მიღებული კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ გაცნობა-განხილვას.

სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვემ მოსწავლეებს კოდექსის მიზანი და კოდექსის მიმართულებები გააცნო.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, VII კლასის მოსწავლეებმა „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ ილუსტრირებული მუხლები წარმოადგინეს, XI კლასის მოსწავლეებმა კი - „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ რამდენიმე თავის შესახებ პრეზენტაციები.

მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ მიზეზებზე, რამაც აღნიშნული კოდექსის შემუშავების აუცილებლობა წარმოქმნა.

შეხვედრას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. მან შეხვედრა შეაფასა და ინიციატივით გამოვიდა, რომ კოდექსის შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება კლუბმა ეტაპობრივად უზრუნველყოს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...