ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ქოქოლაძეს კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისათვის უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატი გადაეცა.
თამარ ქოქოლაძე XII კლასის მოსწავლეა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კონკურსი საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარმა“ ჩაატარა.