პატარძეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურ რეჟიმში მუშაობს
18-10-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურ რეჟიმში მუშაობს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სამოქალაქო კლუბის მოსწავლეთა ფართო სპექტრი მიმდინარე პროექტებში ჩართულია და მათ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა თემი მოიცვა.
„კლუბი აქტიურადაა ჩართული „მომავლის თაობის“ პროგრამაში და ბავშვები ამ ეგიდით არაერთ ინოვაციურ პროდუქტს ქმნიან. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელს, პედაგოგს ლია მღებრიშვილს, სამაგალითო მუშაობისათვის და მინდა წარმატებები ვუსურვო მის გუნდს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
„მომავლის თაობა“ პროგრამაა, რომლის მიზანიც ახლგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა და სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებაა.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203