მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების საყურადღებოდ
18-10-2019
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირებისთვის, რომელთაც შეეცვალათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა.

აპლიკანტებს თანხის გადარიცხვა 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათთუ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დაწესებულ თანხას ამ ვადაშიც არ გადაიხდიან, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
 
გადახდის შესაძლო საშუალებები:
 
  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  •  „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
იხილეთ ასევე: ცნობილია, როდის შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას, ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტები

მასწავლებელთა გამოცდაზე 1, 4, 7 და 10 კრედიტის მისაღებად გადასალახმა ბარიერმა დაიწია 

მასწავლებელთა გამოცდის ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია
 
მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი 

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203