უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოილოცეს
17-10-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ. 

IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან და სპორტის მასწავლებელთან ერთად ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულეს და მოილოცეს.

მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ფეხით აიარეს და ულამაზესი ადგილები დაათვალიერეს.

„ეს დღე მეტად საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203