გელათის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა ზეიმით დაიწყეს
17-10-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა (მასწავლებელი ქეთევან ტყაბლაძე) წინა საანბანო პერიოდი დაასრულეს და ანბანის შესწავლა დაიწყეს.

„პატარები ეზიარებიან ქართული ანბანის საოცარ ძალას „დედა ენის“ წყალობით. „პატარა ია“ გაუღებთ მათ ანბანის კარს და ცოდნის ჯადოსნურ საგანძურში შეაბიჯებენ.

ზეიმმა ხალისიანად ჩაიარა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე და დიდი იაკობი. ბოლოს ტკბილეულიც დააგემოვნეს“,-ნათქვამია გელათის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203