მეძიბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ
17-10-2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში „საგნობრივ ოლიმპიადას“ ახორციელებს.

ქედის მუნიციპალიტეტის მეძიბნის საჯარო სკოლის VIII და IX  კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგნობრივ ოლიმპიადებში შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგიაში.

ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ VIII კლასიდან დაჩი დუმბაძე, IX კლასიდან რეზო ალიქაძე, ნინი დუმბაძე, ლაურა თურმანიძე და თამრიკო დუმბაძე.

საგნობრივი ოლიმპიადის I ტური ჩატარდა სკოლაში, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეები შემდეგ ტურში მონაწილეობას მიიღებენ დაბა ქედაში ან ქალაქ ბათუმში.

იხილეთ ფფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203