ნიგვზარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი მასშტაბურ მსვლელობაში - „მარში კლიმატისათვის“ მონაწილეობდა
17-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის ნიგვზარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „მზის შვილები“ და კლუბის კურატორი მასწავლებელი ცირა ქიმერიძე მასშტაბურ მსვლელობაში - „მარში კლიმატისათვის“ მონაწილეობდნენ.

მსვლელობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ისინი მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას - „გაიფიცე კლიმატისთვის“ (GLOBAL STRIKE) შეუერთდნენ.

კამპანიის მიზანია მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...