თელავის N9 საჯარო სკოლას ავსტრიიდან საპატიო სტუმარი ესტუმრა
17-10-2019
თელავის N9 საჯარო სკოლას ავსტრიიდან დიტერ რიტცი ესტუმრა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თელავის N9 საჯარო სკოლის შენობის პირველი გარემონტებული კლასები, ლამაზი ინვენტარი და ქალაქ გრაცში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ამოქმედება სწორად დიტერ რიტცის სახელს უკავშირდება.
„მადლიერება ნიჭია. ის ღმერთმა უნდა დაგამადლოს, მაგრამ მის აღმოცენებას და განვითარებას გარემობამ უნდა შეუწყოს ხელი, ამისათვის კი კარგ მეხსიერებასთან ერთად მოვლენების შეფასებისა და განსჯის საღი უნარია საჭირო. მადლიერების გრძნობის განვითარებას ვცდილობთ, როდესაც სკოლის მეგობრებს ჩვენს მოსწავლეებს ვაცნობთ, მათ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებზე ვუყვებით . . . ჩვენ უფროსებს ყოველთვის გვემახსოვრება ვინ გვედგა გვერდით იმ მძიმე 90-იან წლებში, როდესაც სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო, ქვეყანაში კი მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო. ვინ ზრუნავდა ჩვენი მოსწავლეებისათვის შეელამაზებინა სასწავლო გარემო, გაეხალისებინა ბავშობა, აღევსო ისინი მომავლის იმედით... ჩვენ, უფროსები მადლიერების ნიშნად ქედს ვიხრით ერთგული და მოამაგე მეგობრების წინაშე: ავსტრიიდან დიტერ რიტცი, იოჰანეს ჰაზენბუტელი, ზიგმარი, ავსტრიაში მცხოვრები ჩვენი თანაქალაქერი ქალბატონი მედეა დალაქიშვილი და კიდევ ბევრი სხვა ... ჩვენ, უფროსები მომავალ თაობას ამ მორალით ვზრდით და გვჯერა, რომ მათშიც მადლიერების გრძნობა განვითარდება და კეთილი საქმის მქმედებელს აუცილებლად დააფასებენ - 21 სექტემბერს სკოლას ბატონი დიტერ რიტცი ესტუმრა. სკოლის შენობის პირველი გარემონტებული კლასები, ლამაზი ინვენტარი და რაც მთავარია, ქალაქ გრაცში მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამის ამოქმედება სწორად მის სახელს უკავშირდება. კიდე ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დიტერ!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203