შატილის სკოლა დაიწვა
17-10-2019

შატილში საჯარო სკოლა დაიწვა. როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის წარმომადგენელმა განაცხადა, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროობიდან გაჩნდა. შედეგად კი შენობა მთლიანად დაიწვა.

ხანძრის გაჩენის დროს,  სასწავლო პროცესი უკვე დასრულებული იყო. 

„სიგნალიზაცია გვქონდა დამონტაჟებული და მგონი ამ კაბელს წაეკიდა თუ არა ცეცხლი. სამასწავლებლოში გვქონდა დამონტაჟებული და სულ დაიწვა. სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტროობიდან გაჩნდა. საბედნიეროდ, სასწავლო პროცესი დასრულებული იყო, ცეცხლი დაახლოებით 4-ის ათ წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ სკოლის შენობა მთლიანად დაწივა“, - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

შატილი სკოლის შენობის გარეშე დარჩა, რადგან სკოლა, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა, სოფელში ერთადერთი იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203