ველისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
17-10-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნებში სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. კერძოდ, მოსწავლეები VII-დან XII კლასის ჩათვლით. 

მოსწავლეებმა  წინასაარჩევნო  პროცედურები  გაიარეს, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენეს, საკუთარი  საარჩევნო პროგრამა შექმნეს და  წინასაარჩევნო დაპირებები მოამზადეს.

საარჩევნო  პროცესებში, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის  წარმოების, ასევე საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში, თვითონ მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

სამოქალაქო  განათლების  პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი აღნიშნულ ღონისძიებას კურირებდა და პროცედურების შესახებ მოსწავლეებს  ინსტრუქციებს  აწვდიდა .

არჩვენების შედეგად ყველა კლასს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს.

კერძოდ, VII კლასის წარმომადგენელია საბა ყავალაშვილი, VIIIა  კლასის- პაპოშვილი  გიორგი, VIIIბ  კლასის- თათია ძამუკაშვილი, IXა კლასის- რატი ზლობინი, IXბ  კლასის-მარიამ  მიტიჩაშვილი, Xა კლასის- მარიამ  სესიაშვილი, Xბ  კლასის- ლიკა პარწიკანაშვილი, XIა კლასის- ხატია  ქინქლაძე, XIბ  კლასის-  სანდრო  ლომიძე, XII  კლასის- ირაკლი  კარდენახლიშვილი.

სკოლის მოსწავლეთა  თვითმმართველობას სამეურვეო  საბჭოში ჰყავს წარმომადგენელი სანდრო  ლომიძე. მოსწავლე,  რომელიც საშუალო საფეხურზე სწავლობს და სკოლის  მოსწავლეთა  თვითმმართველობის თავმჯდომარედაა არჩეული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203