ურავლის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ნაოსნობაში I ადგილი დაიკავეს
17-10-2019

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ ახალციხის ტბაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ნაოსნობაში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობა ურავლის საჯარო სკოლის XI და XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.

ნაოსნობაში პირველი ადგილი არავის დაუთმეს ურავლის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა, მათ დამსახურებულად დაიკავეს პირველი ადგილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურისაგან მიიღეს მედლები, სიგელები და საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...