მოძვის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
17-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ვიქტორ ნოზაძის სახელობის მოძვის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა, 2019-2020 სასწავლი წლის პირველ სემესტრში, სტატუსი აიმაღლა.
სკოლა პედაგოგებს კარიერულ წინსვლას ულოცავს.
„მოძვის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვულოცავთ კარიერულ წინსვლას, სტატუსების მინიჭებას: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ, ნინო ცარციძეს, მენტორის სტატუსს; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მანანა გულიაშვილ-ნოზაძეს, უფროსის სტატუსს; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, ნათელა ცარციძეს, უფროსის სტატუსს; ინგლისური ენის მასწავლებელ, შორენა გოგოლიძეს, უფროსის სტატუსს; დაწყებითი კლასების მასწავლებელ, მარეხი შუბითიძეს, უფროსის სტატუსს; სკოლის დირექტორს და სპორტის მასწავლებელ, გოჩა ნოზაძეს, უფროსის სტატუსს. გისურვებთ, კიდევ ბევრი წარმატებას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ მისალოც წერილში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203