სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლას 14 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
„ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით ჩააბარეს საგნობრივი და უნარების გამოცდები და სტატუსი აიმაღლეს. სკოლაში გვყავს 14 უფროსი მასწავლებელი. სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგებს წარმატებებს და იმედოვნებს, რომ მასწავლებლების ეს წარმატება მოსწავლეთა ცოდნის დონეზე აისახება. დირექცია დანარჩენ პედაგოგებსაც შეუწყობს ხელს, რათა მათაც შეძლონ სტატუსის ამაღლება“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.