საჯიჯაოს N1 და N2 საჯარო სკოლების ეკოკლუბებმა „მსოფლიო სურსათის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება მოაწყეს
17-10-2019

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ეკომანი“ (ხელმძღვანელი - ბელა ქვარცხავა) და საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „აისი“ (ხელმძღვანელი - ლალი სერგია) „მსოფლიო სურსათის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიება მოაწყო.

ღონისძიება „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“-ის კონკურსის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მოხალისე მოსწავლეები ჩაერთნენ და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

მონაწილეებს აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, შეგროვდა თანხა, როელიც საკლასო ოთახების კეთილმოწყობას მოხმარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203