ჭალის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ
17-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჭალის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში გრანტით ჩაირიცხნენ. 

გასულ სასწავლო წელს სკოლას 21 კურსდამთავრებული ჰყავდა, რომელთაგან 15-მა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა,  აქედან 100 %-იანი გრანტი აიღო ლიკა დავაძემ, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ხოლო 2-მა მოსწავლემ შალვა მიშველიძემ და ბექა ხახიშვილმა 70%-იანი გრანტი მოიპოვეს. ბექა ხახიშვილი ჩაირიცხა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ინგლისურენოვან ფაკულტეტზე  ხოლო შალვა მიშველიძე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ასევე ეს მოსწავლეები არიან ოქროს მედალოსნები.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203