საჩხერეში წლის საუკეთესო სკოლად მერჯევის საჯარო სკოლა დასახელდა
17-10-2019

საჩხერეში მასწავლებლის დღე აღინიშნა, სადაც წლის საუკეთესო სკოლად მერჯევის საჯარო სკოლა დასახელდა.

პედაგოგებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ღონისძიება საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

მასწავლებელთა პროფესიულ დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ იუნესკო-ს მიერ 1994 წელს დაწესდა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსას განსაზღვრავდა. მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. სკოლებში ეწყობა ღონისძიებები და მასწავლებლებს საზეიმო ვითარებაში ულოცავენ ამ დღეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...