ახალსოფლის საჯარო სკოლის ძიუდოისტ გოგონათა გუნდმა საქართველოს ღია პირველობაზე წარმატებას მიაღწია
17-10-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის ძიუდოისტ გოგონათა გუნდმა თბილისში ჩატარებულ საქართველოს ღია პირველობაზე წარმატებას მიაღწია.

სპორტსმენმა გოგონებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

საქართველოს ღია პირველობა 2001, 2002, 2003, 2007, 2008 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ჩატარდა. 

სკოლის დირექცია მიღწეული წარმატებისთვის მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს, ნანი კირკიტაძესა და მოსწავლეებს.  

„სკოლა ამაყობს თქვენით! მომავალი წარმატებები“, - ნათქვამია სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძის, მისალოც ტექსტში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203