მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეები დმანისის მუზეუმში იმყოფებოდნენ
17-10-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეები დმანისის მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს სამუზეუმო ექსპონატები. ისინი მუზეუმის ნახვით ძალიან დაინტერესდნენ და კმაყოფილები დარჩნენ. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მუხრანას საჯარო სკოლა არის აზერბაიჯანულენოვანი, ამიტომ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა ქართული ეკლესია-მონასტრების მონახულება.

მუხრანას საჯარო სკოლა ცდილობს მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი საინტერესო და სახალისო გახადოს.

ექსკურსიის შემდეგ ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო და საინტერესო აქტივობები, რაც მათ დაეხმარებათ მუზეუმში ნანახის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203