ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები განუყოფელია“ განახორციელეს
17-10-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ასმათ გვაჯაია ხელმძღვანელობით, დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები განუყოფელია“ განახორციელეს.
პროექტი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
„პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, გაეცნონ დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ღირებულებებს, დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს, მოსწავლეებმა შეძლონ ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ალერტკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ასმათ გვაჯაია და სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მადლობას უხდიან მხარდამჭერი ორგანიზაციის - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ წარმომადგენელ ნინო ერემაშვილს პროექტის დაფინანსებისა და თანადგომისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“