„ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
17-10-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „ორნატში“ „ევროპის მემკვიდრეობის დღეებთან“ დაკავშირებული ღონისძიება - „ხელოვნება და სანახაობა“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს.

„ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეულ სხვადასხვა თემას ეძღვნება. წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემა გახლდათ „ხელოვნება და სანახაობა“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203