ტყაჩირის საჯარო სკოლაში საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
17-10-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღინისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო იმ  საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაჯილდოვდნენ.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203