საჯარო სკოლებში დამატებითი არადადეგების დანიშვნა მინისტრს ნებისმიერ დროს შეეძლება
17-10-2019
კანონით უკვე დადგენილი არდადეგების გარდა, საჯარო სკოლებში, დასვენების დღეები შესაძლოა, სხვა პერიოდშიც განისაზღვროს. ამის უფლებამოსილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ენიჭება. 

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, მინისტრს აქვს შესაძლებლობა, დადგენილი დღეების გარდა,  სასწავლო წლის განმავლობაში დამატებითი არდადეგების თარიღები დანიშნოს. ბრძანებას მიხეილ ბატიაშვილი აწერს ხელს. 

ცნობისთვის, საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის დაწესედბული. 

დღეის მდგომარეობით, 2019- 2020 სასწავლო წელს ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით იქნება.

სასწავლო წელი I კლასის მოსწავლეებისთვის 27 მაისს დასრულდება, XII კლასის მოსწავლეებისთვის - 20 მაისს, დანარჩენი კლასის მოსწავლეების კი სწავლას 15 ივნისს დაასრულებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203