შაუმიანის N3 საჯარო სკოლას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე ესტუმრა
17-10-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N3 საჯარო სკოლას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე ესტუმრა.
“ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო გიორგი მასწავლებლის გამარჯვება, ვინაიდან ის შაუმიანის III საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში კონსულტანტ- მასწავლებლად მუშაობდა და სახელმწიფო ენას არაქართულენოვან მოსწავლეებს და კოლეგებს ასწავლიდა”,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, გიორგი ჭაუჭიძე ყოფილ კოლეგებსა და მოსწავლეებს ძალიან თბილად შეხვდა. პედაგოგმა სურვილი გამოთქვა, სამომავლოდ შაუმიანის N3 საჯარო სკოლასთან ერთად საინტერესო პროექტები განახორციელოს.
შაუმიანის N3 საჯარო სკოლა გიორგი ჭაუჭიძეს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“