ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლაში რუსული ენის წრე ჩამოყალიბდა, რომელსაც ნათელა დეკანაძე ხელმძღვანელობს.
პირველი საწრეო მუშაობა რუსულ ენაში 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასწავლებელმა მოსწავლეებს საწრეო მუშაობის გეგმა გააცნო. ასევე განიხილა საწრეო მუშაობის პირველი თემა - „არსებითი სახელი“.
ბავშვებმა დიდი ყურადღებით და ინტერესით შეასრულეს მიცემული დავალება - მათ განასხვავეს არსებითი სახელები, სულიერი და უსულო, მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი.
იხილეთ ფოტოები